27 დეკემბერს (2016) პიარსკოლაში შემოდგომის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ý-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა ჯგუფებიდან 3-3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. დასასრულს ტრადიციულად გაიჭრა საზეიმო ტორტი.
პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.