ý

სიახლეები და ღონისძიებები

გლობალური MUN Summit 2023 იწყება

გლობალური MUN Summit 2023 იწყება

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

საქართველოში პირველად გლობალური MUN Summit 2023 იწყ᳥ბა!&Բ;


ý MUN იქმნება თქვენთვის, თავისუფალი, გაბედული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეძიებით, უმკლავდებით დაბრკოლებებს, ვითარდებით, ცვლით და ქმნით ჩვენი ქვეყნის ახალ დღის წესრიგს. 

ყველაზე მასშტაბური გაეროს საერთაშორისო მოდელირება გააერთიანებს ასობით ახალგაზრდა ლიდერს, რომლებიც იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებს, განიხილავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს, წარმოადგენენ ახალ იდეებს და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამყაროს შეცვლიან უკეთესობისკენ. 

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი კანტის აკადემიასთან და GIMUN-თან პარტნიორობით გაეროს მოდელირების საერთაშორისო ფორუმს საქართველოში, 30 ივნისიდან - 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. 

MUN Summit 2023 შთაგონებულია მრავალფეროვნებით და ერთიანდება ინჸვიჸბისთვის!

სამიტს დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებას, მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებისა და თემატიკების განხილვას, მათ შორის: საკომიტეტო სამუშაოები 5 სხვადასხვა თემაზე 3 დღის განმავლობაში;

წინამოსამზადებელი ვორქშოფები გაეროს მოდელირების პროცედურების, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების თემებზე;

რეზოლუციების შემუშავება და წარდგენა გენერალურ ასამბლეაზე;

კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალი დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!

MUN Summit 2023 ხორციელდება გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციასთან - IMUNA-სთან (USA, New York) პარტნიორობის ფარგლებში!

სამყარო ყოველდღე იცვლება და დგება დრო, როდესაც შენი ხედვა გადამწყვეტია. თუკი ფიქრობ, რომ გაქვს ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ახალი სამყარო, და მიგაჩნია, რომ გაქვს უნარები მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო ახალი დღის წესრიგის ფორმირებაში გაუმრავალფეროვანდი და გახდი სამიტის მონაწილე. 


კონფერენციაში მონაწილეობის საფასური ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის 240 ლარს შეადგენს, ხოლო ýელებისთვის - 170 ლარს, რაც მოიცავს მონაწილეობას, შიდა გადაადგილების უზრუნველყოფას, კვებას და საკონფერენციო მასალებს;

კონფერენცია იქნება ინგლისურენოვანი და მისი დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი MUN Summit-ის პარტნიორების ხელმოწერით;

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს;

კონფერენციას გახსნის და დახურვის ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები;

რ᳥გისტრაცია:

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა