ý

სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო!

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო!

ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ý) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით უკვე მეორე წელია აორგანიზებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. კონკურსამდე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. მონაწილეები თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და შეითავსებენ პროცესის მონაწილეთა როლებს. კონკურსში ჯგუფები კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილავენ და ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ.  

ტრენინგების და შეჯიბრის დროს სკოლის მოსწაველეებს მიეცემათ შეასძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ისინი შეძლებენ  სამართლებრივ-ანალიტიკურ კვლ᳥ვას და წერილობითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.  ორატორული ნიჭის გამომჟღავნებას, დებატების ხელოვნების წარმოჩენას და სასამართლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.  

კონკურსი იქნება  პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაცია, სადაც მონაწილეებს  მოუწევთ გამოსვლა ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე  და საკუთარი პოზიცის დასაბუთება. იმიტირებული სასამართლოს პროცესის ჩატარების დროს წარმოდგენილი იქნება  ყველა აუცილებელი კომპონენტი, რათა ის მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალური სასამართლო პროცესთან.  

ტურნირი შედგება სამი ეტაპისგან:

1. წინა მოსამზადებელი ტრენინგი

7 დეკემბერს, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრენინგი. ტრენინგის შემდეგ კი გააცნობენ კაზუსებს, რომლებზეც შემდგომში მოუწევთ მუშაობა.

2. ჯგუფური ეტაპი - 14 დეკემბერი:  

14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში ჩატარდება ჯგუფური/შესარჩევი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 2 ფინალისტი გუნდი.

3. ფინალური ეტაპი - 22 დეკემბერი:

22 დეკემბერს კი ჩატარდება ფინალური ეტაპი, უზენაეს სასამართლოში


იმიტირებული სასამართლო პროცესების 2019 წლის კონკურსში მონაწილეობას იღებს 10 სკოლის გუნდი. მათ უკვე ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა ý-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებიბის და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლევან ვეფხვაძე. მონაწილე გუნდები გაეცნენ კაზუსებს, რომელებზე მუშაობაც შემდგომში მოუწევთ. ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გაიმართება 14 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოში.

ý წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!  

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა