ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015
შაბათი, 28 თებერვალი, 2015
27-28 თებერვალს საქართველოში მეხუთედ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. ý ამ ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საზეიმო განწყობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 საიუბილეო წელია - ý 10 წლის ხდება.
საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი მოხალისე სტუდენტების სიმრავლითა და ინტერაქტიურობით გამოირჩეოდა. დაინტერესებული პირები ý-ს სკǃების, სიახლეების, სპეციალობებისა და სწავლის გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: მონაწილეობა მიიღეს ý-ს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში და მოიგეს პრიზები; გადაიღეს ფოტოები ý-ს ტანტამარესკასთან, რომლებიც პარალელურად იტვირთებოდა ý-ს facebook გვერდზე; დაწერეს სადაბადებიდღეო სურვილები ý-ს მოლოცვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე.
განათლების გამოფენაზე იმყოფებოდა ý-ს პრეზიდენტი, კანცლერი, დამფუძნებლები და დეკანები.
პავილიონში „მოსიარულე ý-ც” გამოჩნდა - ეს იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი ოჩო ფეხებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ დროშებში გამოწყობილი ý-ს საინფორმაციო ბროშურებსა და ტკბილეულს არიგებდა. დღის ბოლოს გამოფენის მონაწილეები და სტუმრები ý-ს საიუბილეო ტორტზე დაეწვივნენ.
27 თებერვალს გამართულ გალა დინერზე ý ვიზიტორებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.