თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელსაც აქვს კონკურსის სახე და მასში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. პროექტის მთავარი ორგანიზატორია ააიპ სამოქალაქო ინიციატივა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა.
ოლიმპიადაში ჩაერთვებიან თბილისში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სტუდენტების საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის გაღვივება, ანტინარკოტიკული, მავნე ჩვევებისა და აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პროპაგანდა.
გარდა იმისა, რომ თითოეული სპორტის სახეობაში დაწესებულია სპეციალური საპრიზო ფონდი, ასევე იგეგმება ჯამური მონაცემების მიხედვით ოლიმპიადის გამარჯვებული უნივერსიტეტის გამოვლენა.
ღონისძიება გაგრძელდება სტუდენტთა საერთაშორისო დღემდე, 17 ნოემბრამდე და მოიცავს სხვადასხვა სახის სპორტულ აქტივობებს. კონკურსს აქვს შეზღუდვები და თავისი წესები, რომელიც მკაცრად იქნება რეგულირებული და ეს ეხება ძირითადად გუნდების შემადგენლობას. კონკრეტული უნივერსიტეტის სახელით წარმოდგენილი გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს მხოლოდ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი მოიხსნება კონკურსიდან.
თამაშის წესების და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციისთვის, გადადით შესაბამის სპორტის სახეობაში და ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.
- მინი ფეხბურთი -
- ქუჩის კალათბურთი -
- მაგიდის ჩოგბურთი (გოგო/ბიჭი) -
- ფრენბურთი (გოგო/ბიჭი) -
- პეინტბოლი (შერეული) -
- ბოულინგი (შერეული) -
P.S. შევსებული აპლიკაცია სპორტის სახეობების მიხედვით გადაუგზავნეთ შესაბამის ადრესატებს. ან დაუკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ჭიპაშვილი - 591144544; andriashvili_ana@yahoo.com (მინი ფეხბურთი, კალათბურთი)
ანნა ანდრიაშვილი - 598 861 680; anichipashvili21@gmail.com (ბოულინგი, პეინთბოლი)
ანა ახვლედიანი - 555 325 414; aniani1921@yahoo.com (პინგ-პონგი, ფრენბურთი)