ეძიე გადაწყვეტილებები ტურიზმში...
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს შენთვის, რათა დაეუფლო ტურიზმის ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, საერთაშორისო სტანდარტებითა და უახლესი ცოდნით.
სწორედ ამიტომ, USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერითა და
ý-ს ორგანიზებით, საქართველოს ოთხ ძირითად ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში ტარდება სასერტიფიკატო კურსები, ტურიზმის ინდუსტრიის საკვანძო მიმართულებებით.
პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გექნებათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებით:
1. სასტუმროს მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი,
თ᳥ლავი)
2. სტრატეგიული ბრენდინგის და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი (თბილისი)
3. ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერტიფიკაციო კურსი (თბილისი)
4. ღვინის ტურიზმის (ენოტურიზმის) სასერთიფიკატო კურსი (თბილისი, თ᳥ლავი)
პროგრამით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრებს და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, შემდეგ ლოკაციებზე:
შეხვედრებზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით შესაბამის ბმულებზე:
- ქუთაისი, 30 მაისი, 15:00 საათი, სასტუმრო Kutaisi Inn-ის საკონფერენციო სივრცე
(მისამართი: ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2)
სარეგისტრაციო ბმული: - ბათუმი, 1 ივნისი, 15:00 საათი, სასტუმრო Hilton Batumi-ს საკონფერენციო სივრცე
,,ლაზიკა” (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი 40)
სარეგისტრაციო ბმული: - თელავი, 7 ივნისი, 15:00 საათი, სასტუმრო Holiday In Telavi-ს საკონფერენციო სივრცე,
(მისამართი: ქ. თელავი, რუსთაველის ქუჩა 2)
სარეგისტრაციო ბმული: - თბილისი, 1 ივლისი, 15:00 საათი, სასტუმრო Museum Hotel Tbilisi-ს საკონფერენციო
სივრცე, (მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ ორბელიანის ქუჩა 8-10)
სარეგისტრაციო ბმული:
ღონისძიებებს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან და გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.