ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების მაჩვენებელი 92%-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი და მათ შორის ý-ს კარიერის ცენტრი მუდმივად ზრუნავს საკუთარი სტუდენტების დასაქმებასა და მათ პროფესიულ რეალიზებაზე.
ýსკარიერისც᳥ნტრის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში და უზრუნველყოს პარტნიორი ორგანიზაციები მაღალკვალიფიციური კადრებით.
სწორედ ამიტომ, ý-ს კარიერის ც᳥ნტრის ორგანიზებით სტუდენტებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა სემესტრის ბოლოს შეხვედროდნენ საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა წარმატებულ კომპანიებს, რომელთა შორისაა: Sweeft making science, ELSA Tbilisi, Fireflies, Palitra holding და მისი შვილობილი კომპანიები, Startups Fertimo, Backoffice, და AnimatroniX.
კომპანიების დამფუძნებლებმა და წარმომადგენლებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. გააცნეს ინფორმაცია ორგანიზაციული კულტურის, შიდა პროცესებისა და ოპერირების შესახებ. შეხვედრებზე ასევე განიხილებოდა სტუდენტების კარიერული განვითარების სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის არსებული ვაკანსიები და სტაჟირებები.