ý

სიახლეები და ღონისძიებები

ý-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

ý-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს ý-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.

25 სექტემბერს ý-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის. 

ý-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.

ვაუჩერებით და ý-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები ý-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.

დღესვე დაჯილდოვდა ý-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.

ý-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.

ღონისძიებას მუსიკალურად ý ბენდი აფორმებდა. 

27 სექტმბერს კი ý-ელებს Welcome Party ელით. ý-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.

ý ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა