ý

სიახლეები და ღონისძიებები

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა მხარდასაჭერი აქცია

კვირა, 21 დეკემბერი, 2014

აჩვენე კალენდარზე

21 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები და თოჯინები. ღონისძიება პროექტის ''Hands for refugees” ფარგლებში ჩატარდა. დევნილ ბავშვებს კი მწერალთა კავშირისგან საჩუქრად გადაეცათ გამომცემლობა „მერანის'' წიგნები. საღამოს დაესწრნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რ.მაიკლ ქაუგილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია და სხვა სტუმრები.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალენოვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის'' ინიციატივით გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია დევნილი მოზარდების მხარდასაჭერად შეიქმნა.

პრǃეტის ''Hands for refugees” დამფუძნებელი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტი, ქეთი გოგილაშვილია. ინიციატივის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის სლოგანია ''Helping refugees to realize their abilities” და მისი წარდგენა გაეროს ახალგაზრდულ ანსამბლეაზე ნიუ იორკში 10 თებერვალს იგეგმება. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს გაუ-ს სტუდენტ ქეთი გოგილაშვილს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა