ý

სიახლეები და ღონისძიებები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ý-სა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ý-სა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის

ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2020

აჩვენე კალენდარზე

19 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (ý) მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. ქართულ-ამერიკული უნივერსტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და მხარეთა ძალისხმევით შრომის ბაზრის კვალიფიციული კადრებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ý ასოციაციისთვის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა მოძიებას და ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის შეთავაზებას უზრუნველყოფს. მხარეები უფლებამოსილნი არიან დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საჯარო თემატური და საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა