ý

სიახლეები და ღონისძიებები

ý მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლაფტორმის Global Shapers-ის მონაწილეა!

ý მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლაფტორმის Global Shapers-ის მონაწილეა!

ორშაბათი, 19 ივნისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ახალგაზრდა ლიდერებისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლაფტორმის "Global Shapers"-ის სამიტი მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, მათ შორისს, თბილისის ჰაბის  დამფუძნებელი კურატორი (Founding curator) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, მარეხი გვარამაძე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის "Global Shaper"-ის პლატფორმას თბილისი 2023 წელს შუერთდა და ჰაბის მთავარი სამუშაო არეა განათლების ინდუსტრია იქნება. ჰაბი დაფუძნდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე, ოფიციალური პარტნიორობით და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, მისი მისია ახალგაზრდა თაობაში ანტრეპრენერშიპისა და ინოვაციების უნარების განვითარება იქნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლატფორმა ახალგაზრდა ლიდერებისთვის "Global Shapers", აერთიანებს 150-მდე ქვეყნის 500-მდე ქალაქს. პლატფორმის მისიაა გააერთიანოს ახალგაზრდა თაობის ლიდერები მთელს მსოფლიოში და გახადოს ისინი გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკების შემუშავებისა და ცვლილებების მამოძრავებელ ძალად.

მსოფლიო ეკონომიკური პლატფორმის მისია სწორედ ახალგაზრდა ლიდერების შთაგონება, გაძლიერება და მათ შორის, კავშირების შექმნაა, ეს არის უპრეცენდენტო შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის ითამაშონ აქტიური როლი მათი ქალაქების, ქვეყნებისა და მსოფლიოს მომავლის ფორმირებაში.

ყოველწლიურად, 150-მდე ქვეყნის 500-მდე ქალაქისა და ჰაბის დამფუძნებელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შტაბ-ბინაში, ჟენევაში იკრიბება. ეს არის 3-დღიანი სამიტი იდეების გაზიარების, ცოდნის გაღრმავებისა და კავშირების გაძიერებისთვის ლიდერებს შორის მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.

2023 წლის სამიტს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპიკერთან ერთად, მისი დამფუძნებელი კლაუს შვაბი ესწრებოდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა