ვირტუალური საკვირაო სკოლა ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
ორშაბათი, 04 იანვარი, 2021
აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (ý) თანამშრომლობით აცხადებას მიღებას ვირტუალურ საკვირაო სკოლაში, რომელიც ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ხუთი შაბათ-კვირის განმავლობაში ჩატარდება.
პროექტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
სკოლა დაიწყება 2021 წლის 16 იანვარს, გაგრძელდება 5 შაბათ-კვირის განმავლობაში და დასრულდება 13 თებერვალს.
პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რეგიონიდან სკოლის მოსწავლეს, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში X, XI ან XII კლასში ან სწავლობს საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქვს სტუდენტის მოქმედი სტატუსი;
- ფლობს სახელმწიფო ენას;
- დაინტერესებულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებით;
- აქვს მზაობა სრულად დაესწროს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ვირტუალურ საკვირაო სკოლას.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება მოტივაციისა და თემატიკასთან დაკავშირებული გამოცდილების საფუძველზე. შემოსული განაცხადების შეფასების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ შერჩეულ მონაწილეებს საკვირაო სკოლის ფარგლებში ტრენინგს ჩაუტარებენ სფეროს წამყვანი სპეციალისტები.
საკვირაო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2021 წლის 12 იანვრის 18:00 საათამდე გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ბმული:
შედეგები, რომელსაც მიიღებენ პროექტის მონაწილეები:
- პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი
- სკოლის დასრულების შემდეგ აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი გამოაცხადებს სტატიების კონკურსს ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება და მათი ავტორები მიწვეულნი იქნებიან 2021 წლის მარტში ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით: laf@laf.ge; marymeskhi@gmail.com.