ý

სიახლეები და ღონისძიებები

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

სამშაბათი, 09 ივნისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა - ამ თემაზე გასვლითი შეხვედრა BMB-ის კურსის მსმენელებმა ამჯერად კასპის რაიონში, ლამისყანის საჯარო სკოლაში გამართეს. ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა მოზარდებს თავიანთი გამოცდილება, BMB-ის კურსის შესახებ შთაბეჭდილება, კარიერული შეცდომები და წარმატების ისტორია გაუზიარეს. შეხვედრას 50-მდე მოსწავლე დაესწრო. გულწრფელმა საუბრებმა ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამ ფოტოებით თქვენ არა მხოლოდ შეხვედრის ამსახველ კადრებს ნახავთ, არამედ ლამისყანის სკოლის სავალალო ატმოსფეროსაც გაეცნობით. სამწუხაროდ ეს სკოლა არ არის გამონაკლისი. ý-სა და BMB-ის სოცილაური პროექტის მიზანი სწორედ ასეთი მოზარდების მხარდაჭერაა.

შეხვედრის ბოლოს ლამისყანის სკოლის მოსწავლეებმა ý-სგან საჩუქრად თანამედროვე ქართული ლიტერატურა მიიღეს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა