ý

America Days 2015

შაბათი, 06 ივნისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

6 ივნისს ý ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა. რიყეზე გამართულ საგანმანათლებლო გამოფენაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს საჩუქრად ტკბილეული, ý-ს ბუშტები, კალმები და ბროშურები ელოდა.

ý-ში მიმდინარე სიახლეების შესახებ კი ინფორმაციას მათ ý-ს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა&Բ;სტუდენტ᳥ბი აწვდიდნენ. სასიამოვნო და მხიარულ ატმოსფეროს გამოფენის პარალელურად მიმდინარე Dangerflow-ს კონცერტიც ქმნიდა.

საღამოს ý-ს სტენდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ, მოინახულეს. რიჩარდ ნორლანდმა თანმხლებ პირებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარუდგინა როგორც ერთ-ერთი ლიდერი უმაღლეს სასწავლებლებს შორის და ý-ს ათწლიან საქმიანობაზე, განათლნების სფეროსა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა