USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, სუპერნოვასა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პარტნიორობით, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციური გამოწვევების კვალდაკვალ, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამა იქმნება.
რომლის ფარგლებშიც, კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დააგროვონ ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნა, იმუშაონ პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ პროექტებზე, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების შესაძლებლობები.
AI Lab-ის გუნდმა სასწავლო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქში გამართა, მათ შორის ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპებსა და პროცესებს.
რატომ AI და რა შესაძლებლობებს მოიცავს ეს კურსი...
AI Lab კვლევითი გუნდია, რომელსაც მიზნად ქართული ხელოვნური ინტელექტის შექმნა აქვს დასახული და რომელსაც სურს კურსის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებს გაუზიაროს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. (30.05.24-31.05.24; 1.06.24-2.06.24; 6.06.24-7.06.24)