ý

Junior Business Competition (JBC)

ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019

იწყება რ᳥გისტრაცია ý-ს ახალ შეჯიბრზე - Junior Business Competition (JBC)!


JBC ფინანსური თემატიკის შეჯიბრია, რომელიც ჩვენთან, გაუში შეიქმნა და პირველად ჩვენი მეგობარი სკოლის მოსწავლეებში ჩატარდა, დიდი წარმატებით!

ამჯერად, შეჯიბრი იმართება ý-ს სტუდენტ᳥ბისთვის, ნებისმიერი ფაკულტეტიდან - რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო სპეციფიკური ფინანსური განათლების ქონა.

კონკურსის ფარგლებში გაეცნობით აქციებით ვაჭრობის სპეციფიკას, შეისწავლით ფინანსების, პირადი კაპიტალის მართვის კონცეფციებს და გაიუმჯობესებეთ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.


თამაში ორი ეტაპისგან შედგება:

  1. ელექტრონული ვაჭრობა (E-trading) - გუნდებს დაურიგდებათ ელექტრონული ვაჭრობის სისტემის იუზერები/პასვორდები, სადაც ისინი ერთი კვირის განმავლობაში შეეცდებიან მაქსიმალურად მომგებიანი სვლები გააკეთონ აქციებით ვაჭრობისას და დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ფული
  2. ფულის მოძრაობა (CASH FLOW) - რობერტ კიოსაკის სამაგიდო თამაში, რომელიც ინვესტიციების განხორციელებას და კაპიტალის მართვას ეხება


გამარჯვებული გამოვლინდება ორივე ეტაპში დაგროვებული ქულების შეჯამებით და დაჯილდოვდება თასით და სხვა საჩუქრებით!


რეგისტრაციისთვის საჭიროა გუნდის შექმნა (მინ 3, მაქს 5 ადამიანი), გუნდისთვის სახელის დარქმევა და კაპიტანის შერჩევა. 

გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია კვირას (14 დეკემბერი) დღის 12 საათამდე! -


თამაშის წესების გაცნობა და ინსტრუქტაჟი ჩატარდება შაბათს, 14 დეკემბერს, ფინალი კი გაიმართება 21 დეკემბერს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა