პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის - ,,მშვიდობის ქართული პარადიგმა" - პრეზენტაცია!
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2023
,,საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა,
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის - ,,მშვიდობის ქართული პარადიგმა" - პრეზენტაციას მასპინძლობს.
ავტორი თავის მონოგრაფიაში, დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, საზოგადოებას სთავაზობს ახალ ხედვას - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართება საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია მე-200).