11 ივნისს, 13:00 საათზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ý) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართება სტუდენთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია.
კონფერენცია ეძღვნება ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ფოლკლორის საკითხებს.
გარდა ამისა, სტუდენტები ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ თავიანთ შემოქმედებას: მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებსა და თარგმანებს.
კონფერენციის შემდგომ, სტუდენტთა ნაშრომები დაიბეჭდება ჟურნალში – ,,სტუდენტური ალმანახი".