ციფრულმა ეპოქამ სემიოტიკაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. იცვლება ადამიანის ცნობიერება და, შესაბამისად, აზრის გამოხატვის ფორმები; ერთი მხრივ, მნიშვნელობები დაკარგეს ნიშნებმა და, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ახალი სემიოზისი/ახალი პარადიგმა. ý-ში 17 დეკემბერს (2022), სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს უნივერსიტეტებიდან და აკადემიური წრეებიდან 50-ზე მეტი წარმომადგენელი. სამეცნიერო საზოგადოებამ პლენარულ სხდომაზე მოისმინა გიგი თევზაძის ძალიან საინტერესო მოხსენება: „გაცვლის აგენტები და ციფრული სამყარო“. კონფერენციაზე პასუხი გაეცა კითხვებს:
- როგორია სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ?
- რა პერსპექტივას გვთავაზობს ციფრული რეალობა?
- ადამიანი მოერევა თუ ხელოვნური ინტელექტი?
- რით ჩანაცვლდება "გაცვლის სააგენტოები"?
- როგორია და როგორ ფორმირდება მომავლის სოციალური სტრუქტურები?
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეთა შორის შეჯამდა მოსმენის პროცესში წარმოშობილი რეფლექსიები.