10 მარტს (2017) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (ý) გაიმართა შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან თამარ სანიკიძესთან თემაზე - "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული ცვლილებები".
მიმდინარე ცვლილებების პრეზენტაციას ý-ს ადმინისტრაციის წევრები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში. საუბარი შეეხო განათლების სფეროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმები, ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში იმპლემენტაცია, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, შეფასების მეთოდოლოგია და გამოწვევები. ý-ს აკადემიურმა პერსონალმა ამომწურავი პასუხები მიიღო ამ პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე შეხვედრა ინტერაქციის მაღალი ხარისხით საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმაღლესი სასწავლებლის პროფესურას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თავად აცნობს მიმდინარე რეფორმის დეტალებს და პირადად პასუხობს მათთვის საინტერესო კითხვებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ თამარ სანიკიძეს.
შეხვედრა, დამსწრეების შეფასებით, ძალიან სასარგებლო და საინტერესო გამოდგა, რადგან არსებითად მნიშვნელოვანია სისტემაში განხორციელებული ცვლილებების გაანალიზება-იმპლემენტაციის პროცესში პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობა. დასასრულს გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის მზაობა სტუდენტებზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობასა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების პროცესში.