ý

სიახლეები და ღონისძიებები

ý-ს საახალწლო ღონისძიება

ý-ს საახალწლო ღონისძიება

ხუთშაბათი, 21 დეკემბერი, 2017

აჩვენე კალენდარზე

ყოველ წელს ახალი წლის დადგომას ýელებთან ერთად აღვნიშნავთ. წელსაც არ ვუღალატეთ ტრადიციას და 21 დეკემბერს 2017 წელი ერთად გავაცილეთ. ძალიან ლამაზი საღამო გამოგვივიდა, ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო სიურპრიზებითა და სანახაობებით. ღონისძიება ýბენდმა-მა გახსნა და როგორც ყოველთვის სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა! შემდეგ კი შემოგვიერთდა ý-ს სტუდენტი რემი მიშრიკი, რომელიც ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი საყვარელი DJ-ია.

წელს ý ýელების Secret Santa იყო, რომელსაც ახალი წესები შევძინეთ. საახალწლო სიმბოლური საჩუქრები სხვადასხვა ადგილზე იყო დამალული და იღბლიანი მპოვნელი გახდებოდა ამ საჩუქრის მფლობელი. გაიმართა სხვადასხვა თამაშები, გამარჯვებულები კი ý-მ სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. შესრულდა მოცეკვავე ýელების მიერ საცეკვაო ნომერი. ტრადიციულად გაიჭრა საზეიმო, უგემრიელესი ტორტი. ღონისძიების დასასრულს, კი ახალი წლის სურვილები ყველამ ერთად ჩავიფიქრეთ, საახალწლო შუშხუნების ფონზე.

ý-ს ჰყავს ძალიან ბევრი და ძალიან კარგი მეგობარი, რომლებმაც ეს საღამო საჩუქრებით აავსეს!

  • Lebowski Bowl Club • ლებოვსკი ბოულინგ კლუბი-სა და Astra Park Tbilisi ასტრა პარკი-ს ვაუჩერები გადაეცათҴბ᳥ნდის წევრებს, რომლებიც ყოველ წელს ამხიარულებენ და დაუვიწყარს ხდიან ý-ს ნებისმიერ ღონისძიებას!
  • WINEMAN-ის უგემრიელესი ღვინო და ý-ს ბრენდირებული სუვენირები გადაეცაDJ რემის საჩუქრად.
  • ჩვენიPR კლუბის წევრებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ღონისძიებების შექმნასა და განხორციელებაში, ý- მ მადლიერების ნიშნად ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.ლურჯი ოკეანე / Blue Ocean-მ კი ჩვენი საამაყო PR კლუბელები არაჩვეულებრივი წიგნებით დაასაჩუქრა.
  • პრიზებიMix time Fitness მიქს თაიმ ფიტნესის-გან ý-ს სტუდენტურ ელჩებს ერთგულებისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის გადაეცათ
  • საუკეთესო საახალწლო კოსტიუმის მფლობელებიკომპანია „ნიკორა“-მ პრემიუმ კლასის ბელგიური ლუდი სტელა არტუარის სასაჩუქრე კალათით დააჯილდოვა.
  • ý-მ ჩვენი ფეხბურთის სასახელო ნაკრებს უმასპინძლა განუმეორებელი კოქტეილებით.

დიდი მადლობა Art-Cafe HOME / არტ-კაფე ჰოუმი-ს მასპინძლობისთვისა და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა