ý

სიახლეები და ღონისძიებები

გამოსაშვები ღონისძიება 2015 - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა

გამოსაშვები ღონისძიება 2015 - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა

შაბათი, 18 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი და საზეიმო დღე ý-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება!

ორი ასეული კურსდამთავრებული - სამართლისა და დიპლომატიის სფეროს ახალგაზრდა, განათლებული და ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც ý-ში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, კარგი მოქალაქეობითა და ჯანსაღი ორიენტირებით თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარების პროცესში!

2015 წლის 18 ივლისს 15:30 საათზე ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გამოსაშვები ღონისძიება სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.

მიღება ý-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა და ý-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა. წუთიერი დუმილის შემდეგ, რომლითაც საზოგადოებამ პატივი ý-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს მიაგო, სცენაზე მოწვეული სტუმარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩეველი, დოქტორი სტეფან სტორკი მოიწვიეს. მან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და ý-ს კურსდამთავრებულებს წარმატებული კარიერა უსურვა.

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით დეკანმა, ý-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა რუხაძემ მიმართა. მან იმ ცხოვრებისეულ ფასეულობებზე ისაუბრა, რომლებსაც ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად წლების განმავლობაში უზიარებდა თავის სტუდენტებს. შემდეგ კი სიტყვა გადასცა რეიტინგით საუკეთესო ý-ელებს, რომლებიც საგანგებო სიგელებით დაჯილდოვდნენ და ý-ში გატარებული წლები გულწრფელი, ემოციური გამოსვლებით შეაჯამეს. სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა ერთგული მუშაობისთვის მადლობა ასევე ý-ს დეპარტამენტების, განყოფილებების თანამშრომლებსა და ლექტორებს გადაუხადა.

ý-ს ერთ-ერთმა ლექტორმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი სიტყვით გამოსვლისას ტრადიციულად იმ წარმატებულ კურსდამთავრებულთა გრძელი სია ჩამოთვალა, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელებას მის ორგანიზაციაში - „კორძაძის საადვოკატო ბიუროში'' სთავაზობს. ასე დასაქმდნენ წარჩინებული ý-ელები პირდაპირ გამოსაშვებ ღონისძიებაზე.

დიპლომების გადაცემის შემდეგ ý-ს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას ý-ს ტრადიციის შესრულებისკენ მოუწოდა და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც ý-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს.

ამ ემოციური მომენტის შემდეგ ყველამ ეზოში გადაინაცვა, სადაც კურსდამთავრებულთა მონაწილეობით მოეწყო საინტერესო სანახაობა „ჩვენ ვართ ý''. ý-ს იუბილესამდი მიძღვნილი აქციის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).

ღონისძიება ý-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა