ý-ს საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც არაერთ აქტივობას მოიცავდა, 10 მარტს რადისონ ბლუ ივერიაში საზეიმო მიღებით დასრულდა.
ამ დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს 10 წელი შეუსრულდა.
ოფიციალურ საღამოზე ý-ს სტუმრები ის ადამიანები იყვნენ, ვინც თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით უნივერსიტეტის 10-წლიანი წარმატება განაპირობა: ý-ს დამფუძნებლები, პროფესიონალთა გუნდი, ლექტორები, სტუდენტები და სასახელო კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საიუბილეო საღამო მათთვის მადლობის გადახდას ემსახურებოდა.
ý-მ განსაკუთრებული ღვაწლისათვის აშშ-ის ელჩი საქართველოში ý-ს პრეზიდენტის მედლით დააჯილდოვა. რიჩარდ ნორლანდმა მისასალმებელი სიტყვა ტრაგიკული ფაქტის აღნიშვნით დაიწყო. მან მწუხარება ნიუ-ჯერსიში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიან გორჯოლაძის, გამო გამოთქვა. დარბაზში წუთიერი დუმილის შემდეგ კი აშშ-ის ელჩმა ý-ს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ უნივერსიტეტის განვითარების ისტორია ემთხვევა საქართველოს გზასა და მისწრაფებას ევროპისაკენ, „იზრდება საქართველო და იზრდება ý. ý-ს სტუდენტები არიან კარგად მომზადებულნი იმისთვის, რომ წვლილი შეიტანონ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში.'' (აშშ-ის ელჩის სიტყვა სრულად იხილეთ:)
თბილისის მერმა, ý-ს ყოფილმა ლექტორმა, დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი სასწავლებლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ý მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებს. მან ý-ში საჯარო ლექციის ჩატარების სურვილი გამოთქვა.
ý-მ 10 წლის იუბილეზე სიმბოლურად 10 თანამშრომლები, 10 კურსდამთავრებული და სტუდენტი, 10 პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა.
ý-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ ý-ს თანამშრომლები:
- დინა ასლამაზიშვილი - მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნესის სკოლის პროფესორი
- ქეთევან ბიბილაშვილი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის ლექტორი
- დიანა ბერეკაშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი
- თამარ ხატელიშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი
- ქეთევან ხუციშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი
- ნიკოლოზ ჯანჯღავა - პოლკოვნიკი, ý-ში ამერიკელი კადეტების პროგრამის ლექტორი
- თეა გველესიანი - ý-ს სასერტიფიკატო პროგრამების ლექტორი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული განვითარებისა და მრავალფეროვნების მართვის სფეროში
- სპარტაკ თევდორაშვილი - მთავარი ბუღალტერი
- ეკა ბარბაქაძე - ადმინისტრაციული მენეჯერი
- ნატალია ასანიშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
ý-სთან წარმატებული პარტნიორობისათვის დაჯილდოვდნენ კომპანიები:
- საქართველოს ეროვნული ბანკი
- თიბისი ბანკი
- საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა
- ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''
- Wings & Freeman Capital
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე''
- ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
- თბილისის ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა
ý-ს სახელის ღირსეულად წარმოჩენისათვის დაჯილდოვდნენ ý-ს სასახელო სტუდენტები და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი:
- რატი ანჯაფარიძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საინვესტიციო და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,
- გიორგი გოგშელიძე - თიბისი ბანკი, იურისტი
- თამარ იოსელიანი -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
- მარიამ გაჩეჩილაძე -კავკასიური სახლი, პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის'' ოფიცერი
- დავით მსახურაძე - ý-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი
-
დავით შიოლაშვილი -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
- ანა ალექსანდრია -თიბისი ბანკი, ხაზინისა და ფინანსური სერვისების განყოფილების ფულადი ბაზრების დილერი
- გიორგი პერტაია -საქართველოს ბანკი, აუდიტის დეპარტამენტის ანალიტიკოსი
- ქეთევან ხვედელიძე -ეროვნული ბანკი, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი
- გიორგი მამათელაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, უფროსი ეკონომისტი, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს ყველაზე პატარა სტუმრებმა საიუბილეო ტორტი ý-ს პრეზიდენტ რ. მაიკლ ქაუგილსა და ý-ს კანცელრ ნინო ტორონჯაძესთან ერთად გაჭრეს. ბოლოს სტუმრებმა ლობიში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო მიღება და ცოცხალი მუსიკა ელოდათ.