ý

სიახლეები და ღონისძიებები

ý გორის 2019 წლის რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციაზე

ý გორის 2019 წლის რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციაზე

შაბათი, 29 ივნისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით, 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს და წელიწადში ჩატარებულ 400-მდე ღონისძიებაში 35.000-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოში უკვე 10 წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მათი ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა.

გორის რეგიონულმა შესარჩევმა კონფერენცია 2019-მა 2019 წლის 29 ივნისი - 1 ივლისის დროის პერიოდში საქართველოს ისტორიულ ქალაქ გორში დაახლოებით 10 ევროპული ქვეყნიდან 90 მონაწილეს უმასპინძლა. ý ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი პირველი პარტნიორობა თელავის კონფერენციის ფარგლებში შედგა. 29 ივნისსს გახსნის ცერემონიაზე  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ý) პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათთვის პრეზენტაცია გამართა თემაზე Business Communication in Digital Age.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ý-მ დამატებითი კომპონენტი შესძინა და ახალგაზრდა პარლამენტარებს Giffer-ით სამახსოვრო მომენტების დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა.

რეგიონული შესარჩევი კონფერენცია 2019-ის მთავარი მიზანი გახლდათ ახალგაზრდების მოტივირება და საერთაშორისო კულტურათაშორისი დიალოგის, ტოლერანტობის და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა