ý

თეა ნარეკლიშვილი

ლ᳥ქტǃები თეა ნარეკლიშვილი

თეა ნარეკლიშვილი

teanareklishvili@gau.edu.ge
ასოცირებული პრǃესǃი

პრǃესǃი

თეა ნარეკლიშვილი არის ტექნიკის  მეცნიერებათა  დოქტორი, ასოციაცია „საქართველოს ინჟინერ-მშენებელი ქალები“-ს თანადამფუძნებელი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,  ექსპერტი და ტრენერი  შრომისა და ჯანმრთელობის  უსაფრთხოების დაცვის საკითხებში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პრǃესǃი.

1995 წელს  დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. იყო სტუ-ს ასპირანტი და სამშენებლო ფაკულტეტის კონსტრუქციების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკა და ექსპერტიზის N122 კათედრის მაძიებელი. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში გამოყენებული ბეტონის კონსტრუქციების პარამეტრების გამოკვლ᳥ვა არამრღვევი კონტროლის მეთოდებით“ და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ხოლო, 2007 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება.

2006 წლიდან დღემდე  საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილებაში შესრულებული აქვს 21 სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაო შენობა-ნაგებობებში გამოყენებული მასალების გამოკვლ᳥ვასთან დაკავშირებით, მათ შორის ორი საქველმოქმედო. არის სამი საერთაშორისო პროექტის თანაშემსრულებელი. არის მრავალი ტრენინგის და კონფერენციის მონაწილე.  

  • 2007 წელი - ტრენინგი უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • 2008 წელი - საერთაშორისო კონფერენცია “Let's  go, Georgia”-ს მონაწილე - „სტუდენტებისა  და მასწავლებლების მობილობის კამპანია საქართველოში: მობილობის  საერთაშორისო განვითარების ძირითადი საკითხები, პრობლემები, შედეგები, პერსპექტივები“;
  • 2009 წელი - სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრი; აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის „სათემო კოლეჯი საერთაშორისო განვითარებისათვის“ მიერ მომზადებული ტრენინგი „სწავლების  თანამედროვე მეთოდოლოგიების ზოგადი კურსი”;
  • 2010 წელი - “Introductory Course on Using Moodle” ელექტრონული სწავლების უზრუნველსაყოფად;
  • 2011 წელი -  ტრენინგი პროგრამული აკრედიტაციის ძირითადი საფუძვლების შესახებ;
  • 2011 წლის ოქტომბერი - ბელორუსიის  სამეცნიერო აკადემიის მე-5 საერთაშორისო კონგრესის მონაწილე - საკონფერენციო მოხსენება (მინსკი);
  • 2012 წლის მარტი - ფორუმი „საქართველოს სამშენებლო წესების განვითარება - ევროპული და ამერიკული პერსპექტივა“ მონაწილე, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;
  • 2012 წლის მაისი - ახალგაზრდა მეცნიერთა მე-13 საერთაშორისო კონგრესი-საკონფერენციო მოხსენება (სანკტ-პეტერბურგი);
  • 2012 წლის აგვისტოი - მიწვეული იყო საერთაშორისო შეხვედრაზე სტამბულში “Building and construction exhibition” (Istanbul / Turkey);
  • 2013 წლის  ნოემბერი - კონფერენციის წევრი „თანამედროვე სამშენებლო მასალები“ (ბათუმი);
  • 2014 წლის სექტემბერი - „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პროფესიის ანალიზი და პროფესიული სტანდარტების შემუშავება“; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (თბილისი);
  • 2014 წ. დეკემბერი - „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  შემუშავება“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (თბილისი);
  • 2014 წ. დეკემბერი - „საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში“ - ინოვაცია, კრეატივი, მეწარმეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • 2015 წ. მარტი - „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაკუმ მეთოდოლოგიით პროფესიის ანალიზი და პროფესიული სტანდარტების შემუშავება“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (თბილისი);
  • 2015 წ. მაისი - „მსოფლიოს თანამედროვე ტენდეციები მწვანე შენობებისა და ეკო-პროექტების სფეროში“ თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია. საქართველო-იტალიის ერთობლივი ფორუმი (თბილისი);
  • 2015 წ. ოქტომბერი - „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის შემუშავება“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (თბილისი);
  • 2015 წ. ნოემბერი - „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის შემუშავება“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (თბილისი);
  • 2015 წ. დეკემბერი - „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოს - „რკინა-ბეტონის სამუშაოთა შემსრულებელი“ შემუშავება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (თბილისი);
  • 2016 წ. იანვარი სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრი; აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სათემო კოლეჯი  საერთაშორისო განვითარებისათვის; „სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ზოგადი კურსი” (თბილისი), სერტიფიკატი № 169;
  • 2017 წ. აპრილი - სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრი; აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სათემო კოლეჯი  საერთაშორისო განვითარებისათვის; „პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაგეგმვის ზოგადი  კურსი” (თბილისი), სერტიფიკატი № 415;
  • 2017 წ. ივნისი - სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრი; აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სათემო კოლეჯი საერთაშორისო განვითარებისათვის; „შრომის უსაფრთხოების დაცვა მშენებლობაზე”;
  • 2018 წ. იანვარი - GIZ-ის პროგრამის ფარგლებში ტრენინგი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ;
  • 2018 წ. თებერვალი - საერთაშორისო შეხვედრა სტამბულში “Building and Construction Exhibition” (Adana / Turkey).

არის 29 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია; მის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს: ტრადიციული და თანამედროვე სამშენებლო მასალები; ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) საშენი მასალები. ქიმიური დანამატების გამოყენება ბეტონისა და რკინაბეტონის წარმოების ტექნოლოგიაში.

2002 წლიდან დღემდე მიწვეულია სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების წასაკითხად.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა